სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიომ იხილა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მერების გატაცება, ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები, ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს
გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის ბრენტ რენოს მკვლელობის ფაქტს.
„მსოფლიომ იხილა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, [ქალაქის] მერების გატაცება, ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს“, - დასძენს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ძალებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს.
IPN.ge
