კრემლის განცხადებით, რუსეთს შეუძლია სრული კონტროლი დაამყაროს უკრაინის ძირითად ქალაქებზე და აქვს საკმარისი სამხედრო ძალა უკრაინაში მიზნების შესასრულებლად, ჩინეთის მხრიდან ყოველგვარი დახმრების გარეშე.
„რუსეთს აქვს თავის დამოუკიდებელი პოტენციალი, რათა გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში. როგორც ვთქვით, ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და დროულად დასრულდება“,- განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ დახმარების თხოვნის შესახებ ინფორმაცია დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც უარყვეს.
(lpn)
