თქვენ ქართველმა ხალხმა კარგად იცით და გახსოვთ და არასოდეს დაივიწყებთ ქართველების ტანჯვას, ქართველ დევნილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, - ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ქართველი ხალხის და საქართველოს ძალიან მადლიერია ამ ურთულეს პერიოდში უკრაინისადმი გამოვლენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამო.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის უკრაინის ძლიერი მეგობარი, მტკიცე და სტრატეგიული პარტნიორი და ქართველი ხალხი გამოხატავს სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - დასძინა კასიანოვმა.
„სლავა უკრაინი! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
(ipn)
