ეკონომიკის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას და მოითხოვენ, რომ გამკაცრდეს კანონი, რითაც რუსული კომპანიები ქვეყანაში ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
მათი თქმით, ქვეყანაში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რაც საშიში მდგომარეობაა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სანქციებს უწესებს რუსეთს, საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივად ცდილობს გადაარჩინოს რუსული ეკონომიკა. ამის ნათელი მაგალითია ის ნახევარი მილიარდი, რომელიც ტენდერების სახით მიიღეს რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებისგან. არ შეიძლება ამის გაგრძელება. ეს თანხა გადაირიცხება რუსულ ეკონომიკაში, რაც მოხმარდება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას", - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი კუპატაძემ.
(lpn)
