ეს ინფორმაცია InterPress.ge-სთან ინტერვიუში ავტოპარკის ხელმძღვანელმა გიგა ჯალაღონიამ დაადასტურა.
ავტოპარკის თავმჯდომარე გ.ჯალაღონია ამბობს, რომ ფასები აუცილებლად გაიზრდება.
„დიახ, მუნიციპალური ავტობუსების სამგზავრო საფასური შეიძლება გაიზარდოს. ზუსტად როდის გაიზრდება, უცნობია. მაგრამ აუცილებლად გაიზრდება“, - განაცხადა ჯალაღონიამ.
რაც შეეხება ტარიფს, მისი თქმით, ზუსტად არ იცის, რამდენად გაიზრდება ტარიფი.
InterPress.ge-ს მოპოვებული ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში 50 თეთრით, ხოლო საქალაქო ტრანსპორტის 20 თეთრით გაზრდა იგეგმება.
