მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის დროს დაშავებული ორსული გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც მისი შვილის გადარჩენა შეძლეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის"ჟურნალისტი ავრცელებს.
"ორსული საკაცეზე" - ფოტოები, რომლებიც დაბომბილი სამშობიაროდან გავრცელდა AP-ის ფოტორეპორტიორმა გადაიღო და მთელი მსოფლიო მოიცვა.
რუსეთი ამტკიცებდა, რომ საავადმყოფო, რომელიც დაბომბეს სინამდვილეში სამხედროებს ჰქონდათ აღებული და შენობაში არც ორსულები და არც სხვა პაციენტები არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო 9 მარტს დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 17 ადამიანი.
(mtav)
