რუსეთი "მძიმე ფასს" გადაიხდის, თუ ის უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ის
ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს ალიანსის სრულ პასუხს და რომ ისინი შიშობენ ქიმიური იარაღის შეტევის პოტენციურ საფრთხეზე.
სალივანმა იქვე დასძინა, რომ ამერიკული მხარე უშუალო კავშირშია მოსკოვთან, რათა გააფრთხილონ რუსეთის ოფიციალური პირები, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგან.
”მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება იქნება შოკისმომგვრელი დამატებითი ხაზი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაკვეთს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ნორმებზე მისი თავდასხმის თვალსაზრისით”, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
IPN.ge
