აშშ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე პოლონეთში განაცხადა.
„ჩვენ გადავცემთ დამატებით 50 მილიარდ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების რეალიზებაში“, - განაცხადა ჰარისმა.
მისი თქმით, სახსრების გამოყოფა სასურსათო დახმარების პროგრამიდან იგეგმება.
მანვე დასძინა, რომ მთელი ცივილური სამყარო განიცდის სიბრაზეს, როდესც ხედავს, რა ხდება უკრაინაში ბავშვებთან, დედებთან, მშობლებთან, ბებიებთან და პაპებთან მიმართებით - რომლებიც გარბიან და ტოვებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, რომლებიც უზარმაზარი თავდადების დემონსტრირებას ახდენენ“, - განაცხადა ამერიკის ვიცე - პრეზიდენტმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა წარმოუდგენელ დანაშაულებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, საუბარია მარიუპოლში სამშობიარო სახლის და ბავშვთა სახლის დაბომბვაზე.
„ცხადია, ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა კამალა ჰარისმა.
IPN.ge
