თუ გაჩნდება ქვეყანაში სიგნალები იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ფობიის გავლენით შეიძლება გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომები გაიზარდოს და ფესვები გაიდგას, რითაც ამას ხელისუფლება და საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს, კანონის მეტი ეფექტიანობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
სარჯველაძის ინფორმაციით, დისკრიმინაციის მიმართულებით კანონის გადახედვაზე საუბარი, დისკუსიები, კონსულტაციები მიმდინარეობს და შეიძლება ინიციატივები გაჩნდეს.
"არსებობს გარკვეული იდეები, რომლის თაობაზე საუბარი ახლა არ შემიძლია, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს. რა იქნება კონკრეტული ინიციატივები, წინასწარ თქმა არ შემიძლია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
(ipn)
