საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საჭირო რეფორმების პროცესზე ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
მათივე ცნობით, საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს ქვეყნები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
IPN.ge
