არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჭიაურელის ქუჩაზე მოხდა და დაჭრილია 2 ადამიანი.
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19 – 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა ან გასაღებას გულისხმობს.
(lpn)
