საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი კურსი აირჩია, რუსული იმპერიის დაშლის პირობებში, ცდილობს, ქვეყანა ამ იმპერიის ნამსხვრევებში მოაყოლოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება შორს ვიყოთ იმპერიისგან, რომ მის ნამსხვრევებში არ მოვყვეთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურბალისტებთან განაცხადა.
პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან დაკავშირებით დაკავშირებით განმარტავს, რომ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს: ის ან ჰიბრიდული ომის ნაწილია, ან ჰიბრიდული ომის მსხვერპლი.
"ჯერჯერობით, მე მგონია, რომ "ქართული ოცნების" ბევრი ლიდერი ჰიბრიდული ომის მსხვერპლია. რუსეთი არ ითხოვს ჩვენგან, რომ გვიყვარდეს, ის ითხოვს, რომ გვეშინოდეს, სწორედ ამ შიშის რიტორიკას ავრცელებს "ქართული ოცნება", რომ რასაც მოითხოვენ, ყველაფერი უნდა დავთმოთ. გვაშინებენ, რომ თუ როგორც მტერს უნდა ისე არ მოვიქცევით, არ იქნება მშვიდობა, მშვიდობა კი თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არ არსებობს. ეს უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს და უნდა ავუხსნათ, რომ რუსული ბაზარი არ არის თავისუფალი ბაზარი, ეს არის პოლიტიკური ბაზარი და იქ ჩვენი ყველის, რძის, ვაშლის და მსხლის გატანა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიხდით ჩვენი თავისუფლების და ღირსების ფასს. საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი კურსი აირჩია, რუსული იმპერიის დაშლის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანა ამ იმპერიის ნამსხვრევებში მოაყოლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება შორს ვიყოთ იმპერიისგან, რომ მისი დაშლის პირობებში არ მოვყვეთ მის ნამსხვრევებში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
(lpn)
