„ვიშეგრადის ოთხეულის“ - უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები სამშაბათს, 8 მარტს, ლონდონში შეხვდებიან, სადაც უკრაინაში ომს განიხილავენ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.
ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უნგრეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განკარგულება, რომელის თანახმადაც უნგრეთის ტერიტორიიდან უკრაინაში იარაღის გადაზიდვა აკრძალულია.
(lpn)
