"ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ხანძარი გრძელდება, მეხანძრეებს არ უშვებენ. დიდი რისკები არსებობს. რეაქტორებს საფრთხე ემუქრება", - აღნიშნა მურაშოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
