კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

POLITICO - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან

36
POLITICO - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ისინი მიიღებდნენ თვითმფრინავებს ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორისგან, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს სტატიაში სათაურით: „ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო…

უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ისინი მიიღებდნენ თვითმფრინავებს ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორისგან, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს სტატიაში სათაურით: „ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან“.

„პოლონეთის მთავრობაში გუშინ განაცხადეს, რომ არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში. გარდა პოლონეთისა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა ასევე გამორიცხეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება. ამავე დროს, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირი ორშაბათს ირწმუნებოდა, რომ უკრაინელი მფრინავები ევროკავშირის ქვეყნების მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავების ქვეყანაში მისაღებად უკრაინიდან გაემგზავრნენ.

კვირას ევროკავშირმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ იგი შეასრულებს ბევრად უფრო მტკიცე როლს მისი წევრებისგან უკრაინაში იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში და ამ ძალისხმევის დასაფინანსებლად 450 მილიონ ევროს გამოიყენებს.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა ევროკავშირელი პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავები მიეღოთ. უკრაინის პარლამენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროპა, პოლონეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი, საერთო ჯამში, 70 საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნიდა,” - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში განსხვავებულად საუბრობენ.

“POLITICO-ს ბულგარეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განმარტა, რომ მის ქვეყანას აქვს ვარგისი თვითმფრინავების და ნაწილების დეფიციტი და არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად, რომ აღარაფერი ითქვას თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნაზე.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე უარყო ინფორმაცია ასეთი სახის დახმარების შესახებ: „სლოვაკეთი არ გადასცემს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“. მისი თქმით, „ეს გამოიწვევს სამხედრო ჩარევას უკრაინის კონფლიქტში“.

რამდენიმე საათის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ”პოლონეთს არ აქვს ასეთი გეგმები,“ - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა განმარტავს, რომ ევროპული ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე საუბარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა გამოიწვია, რომელმაც კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავდა.

„ჩვენ ვაპირებთ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი თვითმფრინავები შესაძლოა ევროკავშირის ფულით დაფინანსდეს.

თუმცა, ორშაბათს, ბორელს საჯაროდ უკან დახევა მოუწია. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო თვითმფრინავები „უკრაინისგან მიღებული დახმარებასთან დაკავშირებული თხოვნის ნაწილი იყო“, ევროკავშირს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ დაეფინანსებინა თვითმფრინავები, რომელსაც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები უკრაინას მიაწვდიდნენ,“ - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორელმა არაფორმალურად ჰკითხა ბულგარეთს, პოლონეთს და რუმინეთს, შეეძლოთ თუ არა მათ კიევისთვის გარკვეული თვითმფრინავის მიწოდება.

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →