დღეს რუსეთის მიზანი მასობრივი პანიკა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა „ტვიტერში“ დაწერა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკვე პირდაპირ ბომბავს დასახლებულ პუნქტებსა და სახელისუფლებო ორგანოებს, თუმცა ამ პირობებში უკრაინა ძალიან ღირსეულად იბრძვის.
„ნიღბები საბოლოოდ დაშვებულია. რუსეთის ფედერაცია აქტიურად ბომბავს ქალაქების ცენტრებს. საცხოვრებელ კვარტლებსა და სახელისუფლებო ორგანოებზე ახორციელებს პირდაპირ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს. რუსეთის ფედერაციის მიზანი გასაგებია - მასობრივი პანიკა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
