დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სოფელი სარტანა დაბომბეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა ბომბი საცხოვრებელ სახლებზე ჩამოაგდო. დაშავებულების რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვაფასებთ ნგრევის მასშტაბებს ბერძნულ სოფელ სარტანაზე რუსი ოკუპანტების მორიგი თავდასხმის შემდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად კლავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ,“ - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა განაცხადა.
