მათი ცნობით, უკრაინული ძალები მოწინააღმდეგის ყველა მოძრაობას აკონტროლებდა და ამჟამად დედაქალაქში ვითარება კონტროლირებადია.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა მიზნისთვის მიეღწიათ, ჩაიშალა. მტერმა პირად შემადგენლობაში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. რუსული ჯარები დემორალიზებულები და დაღლილები არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან,“ - აცხადებენ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში.
