რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა იყო და კვლავაც მზად არის ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ.
„უნდა უარვყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მოლაპარაკებებზე. უკრაინა იყო და კვლავაც მზად არის ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ დადებითად ვუპასუხეთ რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას. უშუალოდ ამ საათებში მხარეები კონსულტაციას გადიან მოლაპარაკებების გამართვის დროსა და ადგილის შესახებ. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით მეტი იქნება შანსი აღდგეს ნორმალური ცხოვრება“ , - განაცხადა ნიკიფოროვმა.
