„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დახურულ 30-კილომეტრიან ზონაში რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ, მიუთითებს, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაჭარბებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით იმის დადგენა ვერ ხერხდება თუ რამ გამოიწვია რადიაციული ფონის ცვლილება, იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია რუსული სამხედროების მიერ ოკუპირებულია.
ცნობისთვის, გუშინ მძიმე ბრძოლის შედეგად რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.
