რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა ტერორის ცხადი აქტია,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
პოლონეთის პირველი პირის ეს შეფასება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მის სატელეფონო კომუნიკაციას მოჰყვა. ანჟეი დუდას თქმით, რუსული უპილოტო თვითმფრინავები ბომბებს პირდაპირ საცხოვრებელ სახლებზე ყრიან და მოსახლეობის მორალური სიმტკიცის გატეხვას ცდილობენ.
„ახლახანს ველაპარაკე ვოლოდიმი ზელენსკის. კიევში არსებული ვითარება უკიდურესად რთულია. დილით ადრე დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. უპილოტო თვითმფრინავები ბომბებს პირდაპირ საცხოვრებელ სახლებზე ყრიან. ადამიანები იხოცებიან. ეს ტერორის ცხადი აქტია, რომელიც მორალური სიმტკიცის გატეხვას ემსახურება, მაგრამ უკრაინელებს აქვთ გადაწყვეტილი რომ ყველანაირად დაიცვან დედაქალაქი“, - განაცხადა დუდამ.
