პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ 1921 წლის თებერვალში, კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანების გმირობა სამაგალითო უნდა იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.
„უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, სანამ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ის პრობლემები უდგათ, რაც ოკუპაციიდან მომდინარეობს, მანამდე ჩვენ ზუსტად იგივე ბრძოლაში ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია, აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სწორედ მაშინ იქნება ამ დაღუპული გმირების სახელები უკვდავყოფილი“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
(lpn)
