საქართველო 2022 წლის 25-29 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც პროკურორების საერთაშორისო ასოციაციის - https://www.iap-association.org/ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საერთაშორისო მნიშვნელობის პროკურორთა კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურებს შორის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების და მნიშვნელოვან მიმართულებებზე სიახლეების გაცნობისთვის", - ნათქვამია გენერალური პროკურორის მიმართვაში.
(lpn)
