გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსამდე იქნება.
