აზერბაიჯანის განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი 20 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
InterPress.ge იუწყება, რომ ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება და განვითარება.
მინისტრმა თბილისის ცენტრში ჰეიდარ ალიევის პარკში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ვიზიტს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საელჩოს თანამშრომლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ორგანიზაციის სახელით ბიუსტის წინ გვირგვინი შეამკეს.
შემდეგ ე.ამრულაევი ეწვევა მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს, გაეცნობა კულტურის ცენტრის საქმიანობას და გამოფენას.
ის ასევე შეხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს. ორი ქვეყნის განათლების მინისტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
აზერბაიჯანის განათლების მინისტრი საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტსაც ეწვევა. ის ასევე შეხვდება საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს.
ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ვიზიტი 23 თებერვალს დასრულდება.

