„სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ,“ - განაცხადა კონაშენკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წვრთნებს რიგ რაიონებში.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ფართომასშტაბიანი წვრთნების სერიას ჯარისკაცებისა და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ჯარები ჩართულია,“- განაცხადა კონაშენკოვმა.
(lpn)
