"რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე."
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 13 თებერვალს აღდამ ჯუმას მეჩეთში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„აღდამისა და შუშის მიმართულებით უკვე მოეწყო ავტობუსების მარშრუტები. მიდიან აღდამის, შუშას და სხვა რაიონების მოქალაქეები, ეცნობიან და საკუთარი თვალით ხედავენ რა უბედურებას აწყდებოდნენ ჩვენი ხალხი. ოცდაათი წელია, ყველა ჩვენი ქალაქი, სოფელი და მეჩეთი, ჩვენი სასაფლაოები დაანგრიეს სომხებმა. შენობა დაანგრიეს და შეურაცხყვეს სომხებმა. ახლა ვიღაცები საუბრობენ მომავალ შერიგებაზე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მეც ვთქვი ეს. მაგრამ აზერბაიჯანელმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ეს სისასტიკე, არავინ უნდა დაივიწყოს ეს სისასტიკე.
დარწმუნებული ვარ, სამუშაო, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის არმიის მშენებლობის სფეროში, კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანს და უპასუხებს სომხეთის რევანშისტურ ძალებს. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ ამ მიწაზე სისხლის დაღვრით და გმირების გაცემით დავბრუნდით. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ მიწაზე და სამუდამოდ ვიცხოვრებთ მასში. ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
