InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიამ გაავრცელა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების მინიჭების მიზნით, ახალ დიოკნისში მოსახლეობასთან შეხვედრა, სამუშაო ჯგუფმა გამართა.
დისკუსიის რეჟიმში არსებული საკითხების შედეგების მოხსენება, განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედი სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. საბოლოოდ სახელდების აღსრულება კი, საკრებულოს პრეროგატივაა.
ქუჩების სახელდების საჯარო განხილვის პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი გიორგაძესთან ერთად ესწრებოდა.
შეგახსენებთ, მხარეში ქუჩების სახელდების ინიციატივა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს ეკუთვნის.
.jpg)