კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

32
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსასმენად დააჭირეთ

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ჩვენება…

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ჩვენება წარმოედგენათ, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მისცა. საუბარია სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომლის თანახმადაც, მას პროკურატურა სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ დრომდე დაცვის მხარისთვის საერთოდ უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ანზორ ჩუბინიძეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურისთვის ჩვენება ჰქონდა მიცემული. მისი თქმით, ამ დოკუმენტის გამოთხოვა და საქმეზე მტკიცებულების სახით შესწავლა სურთ.

„ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ის ამ საკითხზე მოწმედ დაიკითხა. ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ გამოვითხოვოთ ჩუბინიძის გამოკითხვის ოქმი. ამიტომ გთხოვთ, რომ საქმეზე გამოთხოვილი იქნას პროკურატურიდან ჩუბინიძის ჩვენება და საქმეს დაერთოს როგორც მტკიცებულება. მოგიწოდებთ შუამდგომლობით, გთხოვთ, ამაზე მაინც დავიცვათ წესები- ეს დოკუმენტი მაინც გამოგვაკვლევინეთ”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე შინაარსის პოზიცია დააფიქსირა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც.

“ვითხოვთ ჩუბინიძის იმ ჩვენებას, რომელიც მან პრეზიდენტის გაწეულ ხარჯებზე მისცა. არგუმენტად ვერ მივიღებთ იმას, რომ ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა გამოკითხული”- განაცხადა ბასიალამ და მოსამართლეს მიმართა, თუ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას არ დააკამყოფილებს, მისი “არაკვალიფიცირობის მხრივ შთაბეჭდილება შეექმნებათ”.

“მე მაგაზე არ ვწუხვარ”, - მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბექა ბასილაიას.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც გაირკვა ჩუბინიძემ თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურას ჩვენება 5 თვის წინ მისცა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ის განმატავს, რომ ადვოკატების ეს შუამდგიმლობა დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით წარმოდგენლი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თუმცა, მან ჩვენების მიცემის გაგრძელებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილებოდა არანაირი შეხება არ აქვს. მოსამართლემ ჩუბინიძის ეს პოზიცია დააკმაყოფილა, რაც დაცვის მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვეს მათ, რომ მიეცეთ უფლება პროკურატურიდან გამოითხოვონ ჩუბინიძის ჩვენება, რომელიც მან სააკაშვილის მხიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩუბინიძემ სხვა საქმეზე მისცა ჩვენება და სწორედ ამიტომ დააკმაყოფილა მოსამართლემ მისი პოზიცია სხდომაზე ჩვენების არმიცემის თაობაზე.

“ჩემი გადაწყვეტილების მიღება არ დამიფუძნებია იმაზე, ანზორ ჩუბინეძემ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისცა, თუ არა ჩვენება”, - განაცხადა მოსამართლემ.

მისი თქმით, ამ ჩვენების დაშვება სამართლებრივად არაფრის მომცემია და მტკიცებულების ღირებულებას ვერ მიანიჭებს. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →