ცხადია, დაპირისპირება არსებობს მათ პარტიაში. სააკაშვილის მხარდამჭერები ღიად უპირისპირდებიან მელიას, - ასე პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შესაძლო განხეთქილების შესახებ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
როგორც კალაძე აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული განხეთქილება სახეზეა, თუმცა მას არ სურს ამ დეტალების განხილვა.
„ცხადია, დაპირისპირება არსებობს მათ პარტიაში. სააკაშვილის მხარდამჭერები პირდაპირ, ღიად უპირისპირდებიან მელიას და ეს უკვე სააშკარაოზეა, თუმცა მე არ მინდა შევიდე ამ დეტალებში, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი საქმე, ეს მათი პოლიტიკური პარტიის შიდა სამზარეულოა. მე ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რაც დავპირდი თბილისელებს და ვარ ჩემი საქმით დაკავებული“, - განაცხადა კალაძემ.
