აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩევლად, ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაინიშნა, რომელიც, მისი თქმით, კორუფციაში არის მხილებული.
მიშა ბოლაქვაძის ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძის მიმართ აუდიტის დასკვნის მიხედვით 68 საქმეზე არის დარღვევა გამოვლენილი. მისი თქმით, აქციის მონაწილეები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
თავის მხრივ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მინისტრი კოვიდინფიცირებულია და სამსახურში დაბრუნების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდება.
