როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუმარტეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება.
"ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს დამსვენებელთა ჩამოყვანა",- განაცხადეს კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.
IPN.ge
