თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მეუღლე კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირდნენ,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას სახლიდან აგრძელებს.
IPN.ge
