"მარნეულის იუსტიციის სახლში მომხდარი ამბავი ემსახურება პირად ინტერესებს
ის, რაც იუსტიციის სახლში მოხდა, არის ერთგვარი მტრობა აზერბაიჯანელი ერის მიმართ".
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის შტაბის თავმჯდომარემ აჰმედ იმამგულიევმა იუსტიციის სახლში არსებულ პრობლემაზე კომენტარი გააკეთა.
„საქართველოში და განსაკუთრებით მარნეულის რაიონში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ხშირად ვხედავთ აზერბაიჯანელებთან საუბრობენ რუსულად ანუ ოკუპანტი მტრის ენაზე. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 25% წაართვა, ეს არის ერთგვარი მტრობა აზერბაიჯანელების მიმართ. კერძოდ, InterPress.ge-ზე წავიკითხე რომ ოპერატორმა თქვა, რომ რუსული არის ოფიციალური ენა, ისევე როგორც ინგლისური, ეს აბსოლუტურად არასწორია. მე ევროპული საქართველოს სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ მოხდა, პირად ინტერესებს ემსახურება და არა სახელმწიფო ინტერესებს." - აჰმად იმამგულიევი.
