ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის ქვეპროგრამა , რომელიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი ახალდაქორწინებული წყვილის წასახალისებლად, ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში არანაკლებ 1 წლის მანძილზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.
InterPress.ge- ს ინფორმაციით ამის შესახებ სოციალურ საკითხთა სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ქვეპროგრამით ისარგებლებს ახალდაქორწინებული წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი მაინც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-ს. ახალდაქორწინებული წყვილი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, წერილობით მიმართავს ქალაქ ქუთაისის მერს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზტები. დახმარება გაიცემა ერთჯერადად , 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ქვეპროგრამისთვის 2022 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 5000 ლარი."- აღნიშნულია განცხადებაში.
