"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას #თავისუფლებამიშას გამართავს.
პარტიის ინფორმაციით, აქცია 11:00 საათზე დაიწყება.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
IPN.ge
