„არსებობს ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის, ეუთოს რეზოლუციები, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციები. მოთხოვნა ყველა ამ დოკუმენტში ერთი და იგივეა - აღდგეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს ტელეკომპანია Russia 24-ის ეთერში, TASS-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს მიხეილ გუსმანის გადაცემაში განაცხადა, რომელიც ეძღვნებოდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის 60 წლისთავისადმი.
