კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ სტროუ მილებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

103
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილ სტროუ მილებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტროუ მილების შესადუღებელი მანქანის შესაქმნელად, სამუშაოს პირველი ეტაპი დაასრულეს - ხუთმა მეცნიერმა ზვიად წამალაიძემ, ნიკოლოზ წვერავამ, გიორგი ადამოვმა, თენგიზ ტორიაშვილმა…

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტროუ მილების შესადუღებელი მანქანის შესაქმნელად, სამუშაოს პირველი ეტაპი დაასრულეს - ხუთმა მეცნიერმა ზვიად წამალაიძემ, ნიკოლოზ წვერავამ, გიორგი ადამოვმა, თენგიზ ტორიაშვილმა და რომან აბრამიშვილმა, საქართველოში პირველებმა დაამზადეს 5 მმ დიამეტრის, 20 მკმ სისქის, 1მ, 2მ და 4მ სიგრძეების სტროუ მილები. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასეთი პარამეტრების მქონე სტროუ მილებს, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენს მეცნიერთა ჯგუფს, ამ დიდი წარმატებით შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ექსპერიმენტებში. ორმაგად სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი DUNE ექსპერიმენტის საკვანძო პარტნიორი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია, რაც ძალიან საამაყოა უნივერსიტეტისა და ექსპერიმენტში მონაწილე ჯგუფის წევრებისათვის“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, თანამედროვე ექსპერიმენტებში დეტექტორებისადმი ტექნიკური მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება, რამაც გამოიწვია ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება - მაღალი ენერგიების ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების თვისებების შესწავლის ერთ-ერთი მეთოდია ტრაექტორიების დადგენა, რისთვისაც ტრეკული დეტექტორები გამოიყენება, ხოლო მათ მგრძნობიარე ნაწილს, სტროუ მილები წარმოადგენს, ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიით დამზადებული სტროუ, ცილინდრული ფორმის სპეციალური გაზით სავსე მეტალიზირებული მილია, რომელიც მასში გამჭოლ ნაწილაკებს აღიქვამს, მილები ემსახურება ამ ნაწილაკების დაფიქსირებას და მათი კორდინატების ჩაწერას, ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი მოდელები CERN-ში (ევროპული ბირთვული კვლევების ცენტრი) შეიქმნა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მიერ, უფრო და უფრო იხვეწება. მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.

„ჩვენი უნივერსიტეტი სტროუების განხრით მონაწილეობს ისეთ დიდ საერთაშორისო ექსპერიმენტებში, როგორიცაა COMET, რომელიც იაპონიის პროტონული ამაჩქარებლის კვლევითი კომპლექსის (J-PARC) ბაზაზე ხორციელდება და DUNE , რომელიც ამერიკაში, უდიდეს ბირთვული კვლევების ცენტრ Fermilab-ში რეალიზდება. ჩვენს იაპონელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ტრეკული დეტექტორული სისტემებისათვის სწორედ, სტუ-ში დამზადებული სტროუების გამოყენება იგეგმება. ეს არის უდიდესი გამოცდილება, ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ექსპერიმენტული, ისე სასწავლო თანამშრომლობის მხრივ, რაც ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის უდიდესი პრესტიჟი და წარმატება იქნება“, - აცხადებს მკვლევარი ნიკოლოზ წვერავა.

სტუ-ში დამზადებულ სტროუებს ბევრი უპირატესობა აქვთ, მათი დამზადებისას არ გამოიყენება წებო და მილები მუშაობს ვაკუუმში, ამასთან აღნიშნული მილები გამჭირვალეა ნაწილაკებისათვის, არ აფერხებენ და ცვლიან მათი ფრენის ტრაექტორიას, რაც ტრეკული დეტექტორებისათვის მცირე ზომის და დაბალი ენერგიების მქონე ნაწილაკების დასაფიქსირებლად გადამწყვეტია.

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →