როგორც მან აღნიშნა, გაყალბებას არ შესწრებია, თუმცა, უნახავს პროცედურული დარღვევები, რაზეც რეაგირება მოახდინა.
„გაყალბების მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ, მე ვარ ტრენერი და ტრენინგებს ვუტარებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ტრენინგი მაქვს ჩატარებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც 2018 წელს. გაყალბების მექანიზმებს ნამდვილად არ ვიცნობ და მე ვასწავლი ყველას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება გაყალბებას თუ შევსწრებივარ, რა თქმა უნდა, არ შევსწრებივარ, თუმცა, პროცედურულ დარღვევებს ძალიან ბევრს შევსწრებივარ და შესაბამისი დახმარება, რეაგირება ჩემი ყოფილა როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ.
რა თქმა უნდა, მე ვაფასებ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტის შესაბამისად და ეს განპირობებული იყო ზუსტად იმ საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, რომელმაც უფრო ღია და მოქნილი გახადა პროცესი და უფრო მეტად გამჭვირვალე. დაუყოვნებლივ გადათვლებმა და ვიდეო ფიქსაციის აპარატებმა მეტად ღია გახადა პროცესი", - განაცხადა ქაჯაიამ.
ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.
(ipn)
