როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, საინტერესო დისკუსია შედგა.
"როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო გამოცდილებით“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ამასთან, კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე. გარდა ამისა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
IPN.ge
