კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

სალომე სამადაშვილი - გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას

54
სალომე სამადაშვილი - გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის ტექსტის დაუყოვნებლივ შეჯერებასა და საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მისი…

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის ტექსტის დაუყოვნებლივ შეჯერებასა და საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მისი მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის - როგორც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის.

„მგონი ყველას გვესმის, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას, როცა პოლიტიკური დემარკაციის ხაზები იშლება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ამ პარლამენტში, ოპოზიციამ და უმრავლესობამ მოვძებნოთ საერთო ენა. დღეს რეგიონის წინაშე მდგარი უპრეცედენტო გამოწვევები ჩვენგან სწორედ ამას მოითხოვს, ამას მოითხოვს ჩვენი სახელმწიფო, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში, შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი. ერთი იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და მეორე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია. პლენარულ სხდომაზე კი, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რასაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის - როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირი დათმობებზე წასვლას. პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით სწორედ ამას მოითხოვს დღეს ჩვენგანაც და ჩვენ, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, ნათელი უნდა გავხადოთ ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი - გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრები, გავხდეთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან დაცულები და ჩვენს სახელმწიფოებრიობას აღარასოდეს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ეს ისტორიული არჩევანი ქართველი და უკრაინელი ხალხის მიერ არ გადაიხედება! ამიტომ ეს არ არის რიგითი, მორიგი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და არ არსებობს არანაირი სივრცე პოლიტიკური ხაზების გასავლებად ამ საკითხთან მიმართებით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს, უახლოეს დღეებში, დავიწყოთ კონსულტაციები, შევაჯეროთ ორივე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი, მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომა. გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებ პრემიერ -მინისტრს მიმდინარე კვირაში მოიწვიოს გაფართოებული შესაბამისი საბჭოს სხდომა, მიიწვიოს სხდომაზე მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ გაქვს ერთი სახელმწიფო და ერთი ქვეყანა. ამ სახელმწიფოში, თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად და ეს არის სწორედ ის ისტორიული მომენტი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის დემონსტრაციისთვის, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →