InterPress.ge- ს ინფორმაციით, ღონისძიება ახალგაზრდული ცენტრი "ალიანსის" ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება ახალგაზრდული ცენტრის "ალიანსის"
თავმჯდომარის ლეილა ამრახოვას სიტყვითა გამოსვლით და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნით დაიწყო. შემდეგ კი 20 იანვრის გმირებს
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები, ცენტრის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე 20 იანვრის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინეს. ახალგაზრდულ ცენტრის ალიანსის მოსწავლეებმა პატრიოტიზმზე ლექსები
წაიკითხეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცენტრის თავმჯდომარე ლეილა ამრახოვა, აღმასრულებელი დირექტორი რენა ჰუსეინოვა, ცენტრის იურისტი ალი ბადიროვი, საქართველოში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ორხან პირვერდიევი და სხვები.
ინტერვიუს დროს ლეილა ამრაჰოვამ 20 იანვრის ტრაგედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟღლეტას.
ამასთან, 20 იანვრის მნიშვნელობაზე ადვოკატმა ალი ბადიროვმაც ისაუბრა.
ღონისძიებაზე ადვოკატმა ლევან ჩალუგელაშვილმა InterPress.ge-სთან ინტერვიუში 20 იანვრის შთაბეჭდილებები გააზიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ერს საერთო ტკივილი აქვს.
