ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ყაზახეთში მყოფი ქართველებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
„როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმათიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში.
İpn.ge
