1. ადამიანს, რომელიც საახალწლო სუფრაზე ალკოჰოლური სასმლის ბოლო ჭიქას დალევს, მთელი წლის განმავლობაში წარმატება ელოდება.
2. თუკი ახალი წლის ღამეს, რაიმე უცნაური გადაგხდებათ, მთელი წელი სიურპრიზებს უნდა ელოდოთ.
3. თუ საახალწლო სუფრასთან ვინმე დააცემინებს, მასთან მსხდომებითვის მთელი წელი ბედნიერი იქნება.
4. თუ პირველ იანვარს გამყიდველმა პირველ მყიდველს ფასი დაუკლო, მთელი წლის განმავლობაში წარმატებული ვაჭრობა ელის.
5. თუკი პირველ იანვარს თქვენს სახლს ქუჩის ძაღლმა ან კატამ მოაკითხა, აუცილებლად აჭამეთ მათ. მაშინ ფორტუნა მთელი წლის განმავლობაში გაგეღიმებათ.
6. დიდი ბედნიერება გელით, თუკი ახალ წელს თეთრ ცხენს, ცისფერთვალება ქერათმიან მანდილოსანს, ან დიდ, კეთილ ძაღლს გადააწყდებით. და თუკი ამ ძაღლმა აგლოკათ, მთელი წელი ბედნიერება გელით.
7. ძალიან კარგი ნიშანია, თუკი პირველ იანვარს წერილს მიიღებთ. ამიტომ, საფოსტო ყუთსა და ელექტრონულ ფოსტაში შეიხედეთ.
8. თუკი პირველ იანვარს ნალს იპოვით, ან ფუნაში ჩაყოფთ ფეხს, მთელი წლის განმავლობაში ბარაქა გექნებათ.
9. კარგი ნიშანია, თუ 1 იანვარს ვინმეს ტელეფონით მილოცვისას სხვაგან მოხვდებით. წელი თქვენთვის სიკეთით და პოზიტივით სავსე იქნება.
10. დააკვირდით მოვლენებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს და ერთი კვირის განმავლობაში განვითარდება. ისინი მიგანიშნებენ, რას უნდა ელოდოთ ამ წელს.
Report.ge
