ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შევიდნენ.
პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვაინ ღამით გადაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხის ეზოში სააკაშვილის ადვოკატებმა, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა დაიწყეს შეკრება, ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.
ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს რუსთავის ციხეში საკუთარი ნებით არ გაჰყვებოდა. ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ ის რუსთავში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამასთან, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ისევ დაიწყებს შიმშილობას.
(report.ge)
