ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება არის რეპრესიები დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ.
"კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები! ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო, და ამ კანონპროექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ! ლონდა თოლორაია - ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს!",- წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.
Report.ge
