როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ღამის კლუბებთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია შესაბამის რეაგირებას ახდენს.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრომის“ შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ცხადია, მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ვირუსი ჩვენთანაც გავრცელდეს. შესაბამისად, კლუბებთან მიმართულებით ლიბერალიზაცია არ არის. კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ტენდენციაც რომ ვნახოთ, მთელ მსოფლიოში, სადაც საქმიანობა დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,-განაცხადა ღიბრაძემ. (ipn)
