მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური თანხმობა, არამედ ადამიანებს შორის თანხმობაც.
„დღეს საქართველოში არის უმძიმესი ვითარება. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ეს უმძიმესი ვითარება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ქვეყანა მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მის უშუალო დაქვემდებარებაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს პოლიტიკური და ადამიანებს შორის ის თანხმობა, რომელიც არის აუცილებელი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
İpn.ge
