InterPress.ge იუწყება, რომ გუშინ, 19 დეკემბერს, ახალგაზრდა გოგონამ არხში გადაგდებით თავი მოიკლა.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გოგონა სახლთან ახლოს წყლის არხში მაშინ გადავარდა, როცა სახლში არავინ იყო.
გოგონას ახლობლებმა, რომლებმაც შეამჩნიეს შემთხვევა, მაშინვე პოლიციას აცნობეს. შემთხვევის ადგილზე მაშველები, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს.
თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა ერთი თვის გათხოვილი იყო.
გამოძიება მიმდინარეობს.
