ალასანიას გამოჩენამ სასამართლოს ეზოში მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.
„საქართველოს აგინებდი, ერის მაგინებელი ხარ", - ამ სიტყვებით მიმართეს ეზოში მყოფმა პირებმა ალასანიას.
სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე.სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.
İpn.ge
